ევროპაში ქარიშხლის შედეგად

გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ჩეხეთში, ქარიშხლის სიჩქარემ საათში 180 კილომეტრს მიაღწია, რის გამოც მატარებლების მოძრაობა შეჩერდა, ხოლო მდინარეებში კი  წყლის დონემ საგანგაშო დონეზე აიწია.

პოლონეთის მრავალ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 100 ათასი ბინა.

ავსტრიაში, მსოფლიო სათხილამურო ჩემპიონატის საზეიმო გახსნის ცერემონია გაუქმდა.

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, შტორმმა წყალდიდობა გამოიწვია, ერთი კაცი კი მდინარეში ჩავარდა და დაიხრჩო. ქარიშხლის გამო ბრემენში, ჰამბურგში, ლეიპციგსა და  დრეზდენში მატარებლების მოძრაობა შეჩერდა, ხოლო ამის პარალელურად დრეზდენში საფეხბურთო მატჩებიც გაუქმდა

banner
წინა სტატიაშიკატალონიაში დაძაბულობა იზრდება
შემდეგი სტატია13 არაბული სახელმწიფო  იემენის კონფლიქტში სამხედრო ჩარევას მოახდენს