ევროპაში ისეთივე აქტიური ვიქნები… პოროშენკო ჩემს იზოლირებას ვერ შეძლებს – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში პირველ პრესკონფერენციას მართავს. სააკაშვილის განცხადებით, ის პოროშენკოსა და ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივ აქციების გამართვას გეგმავს.

სააკაშვილის განცხადებით, მას კომუნიკაცია ამ საკითხზე ევროპარლამენტარებთან ექნება.

„უახლოეს კვირაში ევროპაში ისეთივე აქტიური ვიქნები, როგორიც ვიქნებოდი უკრაინაში ყოფნის შემთხვევაში. უკრაინაში – პირიქით მდევნიდნენ, მითვალთვალებდნენ, შინაპატიმრობა მომისაჯეს. აქ კი, ევროპაში, მე თავისუფალი ვარ, თავისუფალი სააკაშვილი თქვენთვის უფრო საშიში იქნება, პეტრო ალექსეევიჩ… მე მინდა, ვთქვა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების, კომუნიკაციის საშუალების პირობებში, პეტრო პოროშენკოს ეს მცდელობები უკრაინისგან ჩემი იზლოლირებისა, უსუსური მცდელობებია.

“მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად მოვახერხებთ მასობრივი გამოსვლების ორგანიზებას და სახლში გავისტუმრებთ ოლიგარქებს. დიახ, ისინი ძლიერები არიან, დიახ, ისინი ადვილად არ დათმობენ ძალაუფლებას, მაგრამ როცა უამრავი ხალხი გამოვა, მათ არავინ ჰკითხავს, უნდათ თუ არა წასვლა, ამის გაკეთება მოუწევთ.

“მე ვიმუშავებ ევროპარლამენტარებთან, ჩვენ შევადგენთ „მაგნიტსკის სიის“ მსგავს სიას უკრაინელი ოლიგარქებისთვის,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში გამართულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაში,,გავიგეთ, კალაძეს მაგარი გარდერობი და „სელფის“ ჯოხი რომ აქვს, მაგრამ ასე ფონს ვერ გავა – არაფრის „გარტყმაში“ არ არიან”
შემდეგი სტატიადამაბრუნეთ უკრაინაში, მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ