ევროპარლამენტმა, შესაძლებელია, სავჩენკოს განთავისუფლება მოითხოვოს

ევროპარლამენტი უკრაინის რადას დეპუტატის ნადეჟდა სავჩენკოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალყურს და შესაძლებელია, მისი განთავისუფლება მოითხოვოს – ამის შესახებ უკრაინაში ევროპარლამენტის წარმომადგენელმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.
“ჩვენ ვნახავთ, რა მოხდება. უნდა ვნახოთ, რა ფაქტებია და შემდეგ, თუკი აუცილებელი იქნება, მისი განთავისუფლების შესახებ მოწოდებას გავაკეთებთ” – განაცხადა ტაიანიმ პრეს-კონფერენციაზე.

უკრაინის რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო 22 მარტს ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს უკრაინაში.

banner
წინა სტატიაშიბორის ჯონსონი პუტინთან დაკავშირებით მსოფლიოს მიმართავს
შემდეგი სტატიაგრიბაუსკაიტე ერთადერთი ვინც პუტინს არ მიულოცა