ევროპარლამენტმა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ზომების შესახებ რეზოლუცია მიიღო

2-1ევროპარლამენტმა ევროკავშირის მტრული პროპაგანდის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. მათ შორის იგულისხმება რუსეთი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების წინააღმდეგ პროპაგანდა სიმართლის დამახინჯებას და გაერთიანების გახლეჩას, სამთავრობო ინსტიტუტების დისკრედიტაციას და შიშის დათესვას ემსახურება მოსახლეობაში.
რეზოლუციაში განსაკუთრებულად ხაზგასმული იყო რუსეთის როლი აღნიშნულ პრობლემაში. რეზოლუციაში ასევე  ნათქვამია, რომ რუსეთი ფინანსურ დახმარებას უწევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და ორგანიზაციებს, იყენებს ორმხრივი სახელმწიფოებრივი ურთიერთობების ფაქტორს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის დაპირისპირების გასაღვივებლად. ევროკავშირისთვის ძირითად საინფორმაციო საფრთხედ დასახელდნენ სააგენტო Sputnik, ტელეარხი Russia Today, ფონდი „რუსული სამყარო“ და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ფედერალური სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვო“

 

რუსეთმა აღნიშნულ რეზოლუციას “ინფორმაციული დანაშაული” უწოდა – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

banner
წინა სტატიაში(video) რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა
შემდეგი სტატიაLufthansa-ს მფრინავები პარასკევამდე გაიფიცებიან