ევროპარლამენტის სამმა კომიტეტმა საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და შინაგანი საქმეების კომიტეტმა ევროკომისიის საკანონმდებლო წინადადებას საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის დაწესების თაობაზე მხარი დაუჭირა.

ევრონიუსის ინფორმაციით, ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს 539-ე რეგულაციის დანართში ის ცვლილება უნდა შევიდეს, რომლითაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო 90 დღიანი მიმოსვლა დაწესდება.

საკითხი მაისის ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება, ხოლო შემდეგ გადაეცემა ევროკავშირის მინისტრების საბჭოს. ორივე ორგანოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რეგულაციის ცვლილებების შემცველი ტექსტი გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შევა ძალაში. საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება 2016 წლის 15 ივლისიდან არის მოსალოდნელი.

banner
წინა სტატიაში“ახლა მნიშვნელოვანია, გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ევროკავშირისაც”
შემდეგი სტატია“ცუდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ”- თეა წულუკიანი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე