ევროპარლამენტი უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხს სავარაუდოდ 1 თებერვალს განიხილავს

ევროპარლამენტი უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხს პირველი მოსმენით სავარაუდოდ 1 თებერვალს განიხილავს. წინასწარი ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ევროპარლამენტის დღის წესრიგში საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვის სავარაუდო თარიღად 18 იანვარი იყო მითითებული, თუმცა უკრაინის საკითხმა თებერვლისთვის გადაიწია. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განხილვის სავარაუდო თარიღად კი კვლავ 18 ინავარი დარჩა.

როგორც ბრიუსელში სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, დღეს, 13 დეკემებერს ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას და ევროპარლამენტს შორის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის რადაში ავაკოვის გადაყენებას განიხილავენ
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული