ევროპარლამენტი გადაწყვეტს ჩათვალონ თუ არა რობოტები “ელექტრონულ პიროვნებებად”

ევროპარლამენტი კენჭისყრაზე გაიტანს წესების ჩამონათვალს, რომლითაც ადამიანებმა უნდა იხელმძღავნელონ ხელოვნური ინტელექტისა და რობოტებთან ურთიერთობისას. ევროპარლამენტი თვლის, რომ მსოფლიო რობოტების სამრეწველო რევოლუციის წინაშე დგას. კანონმდებლები გადაწყვეტენ მომავალი რობოტები ჩათვალონ თუ არა “ელექტრონულ პიროვნებებად”.
მათ მიერ რეკომენდებულ მოხსენებაში წერია, რომ რობოტის შემქმნელებმა აუცილებლად უნდა ჩაამონტაჟონ მოწყობილობა, რომელიც მათ აქტიურობას სრულად გათიშავს.

მოხსენების ავტორების აზრით, რობოტები, ანდროიდები, და სხვა მსგავსი ხელოვნური ინტელექტის ფორმები ახალ სამრეწველო რევოლუციას უდებენ საფუძველს, რომელიც საზოგადოების ყველა სფეროს შეეხება.
რობოტებისა და ადამიანების ურთიერთობაში, შესაძლებელია ღირსების პრობლემა დადგეს, მაგალითად, ისეთ სფეროებში, რომელიც მოხუცთა მოვლას ან უსაფრთხოებებს შეეხება, ასევე, რისკს, რომ რობოტები, შესაძლებელია, ჰაკერებმა გატეხონ.

მოხსენების პროგნოზით, რამდენიმე ათეულ წელში ხელოვნური ინტელექტი თავისი შესაძლებლობებით ადამიანურს გასცდება, ამიტომ, ევროპელი პარლამენტარების აზრით, ამისათვის უკვე უნდა დაიწყოს მომზადება. მოხსენება სამეცნიერო ფანტასტიკას მიმართავს – სამ აუცილებელ წესს რობოტებისთვის, რომელიც პირველად ამერიკელმა მწერალმა აიზეკ აზიმოვმა 1942 წელს თავის ერთ-ერთ მოთხრობაში ჩამოაყალიბა და ის ასე ჟღერს:
1. რობოტს არ შეუძლია ადამიანს ზიანი მიაყენოს ან თავისი უმოქმედობით დაუშვას, რომ ადამიანს ზიანი მიადგეს.
2. რობოტი ყველკა ბრძანებას უნდა დაექვემდებაროს, რომელსაც ადამიანი გასცემს, იმ შემთხვევების გარდა, როცა ეს ბრძანებები პირველ კანონს ეწინააღმდეგება.
3. რობოტი საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს იმ ზომით, რომელიც პირველ და მეორე წესს არ ეწინააღმდეგება.

ევროპარლამენტის შემდეგ კანონპროექტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გადაეგზავნება განსახლველად, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მისთვის ევროკავშირის კანონის ძალის მიცემა.

banner
წინა სტატიაში“ტრამპზე კომპრომატის” სავარაუდო ავტორი გაქცეულია
შემდეგი სტატიატრამპი: დაზვერვამ აღიარა, რომ რუსული კომპრომატის შესახებ მოხსენება ყალბია