ევროპა რუსეთთან ცივი ომის წინააღმდეგია

ევროპა რუსეთთან ცივი ომის წინააღმდეგია

ევროპა რუსეთთან ცივი ომის წინააღმდეგიაავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სებასტიან კურცმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სულბერგმა განაცხადეს, რომ ყველა ძალა უნდა იხმარონ იმისათვის, რომ რუსეთთან ცივ ომი არ დაუშვან. გერმანიის შიდაპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, თავის მხრივ განაცხადა, რომ მსოფლიო “ახალი ტიპის კონფლიქტის წინაშე დგას”.
“ჩვენ არ შეგვიძლია ეს დავუშვათ. ჩვენ სირიასთან ყველანაირი მოლაპარაკებები უნდა გამოვიყენოთ, რომელიც დაიწყო, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა შევძლოთ” – კურცს “როიტერსი” ციტირებს. მისი თქმით, ცივი ომი ისტორიაში უნდა დარჩეს.
ნორვეგიის მთავრობის მეთაურის თქმით, დასავლეთმა რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს. “ახლა არ არის ცივი ომი, მაგრამ ძალიან რთული სიტუაციაა, როცა ერთდროულად კონფლიქტების მთელი რიგი სერია გვაქვს. რუსეთი ამა თუ იმ ფორმით რამდენიმე მსხვილ კონფლიქტში ჩართულია” – განაცხადა სულბერგმა. მან ხაზი გაუსმა იმას, რომ მიმდინარე მომენტში “აუცილებელია მშვიდობა, სადაც მსოფლიო მასშტაბით უფრო მეტი თანამშრომლობა განხორციელდება”. ამასთანავე, სულბერგის თქმით, აუცილებელია, რომ “რუსეთი პარტნიორი იყოს და ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, ერთობლივად ვიმუშაოთ გადაწყვეტილებებზე”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მიუნჰენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ცივი ომის ფაზაში გადადის.

banner
წინა სტატიაშისირიის მთავრობამ გაეროს ოფიციალური წერილი მიმართა
შემდეგი სტატიასასამართლო პროცესსზე დავით ბეჭვაიამ უვადო შიმშილობა გამოაცხადა