ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ენერგო უსაფრთხოების კომიტეტმა აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებსა და ევროკავშირის ენერგეტიკული თანამშრომლობა განიხილა

უკრაინის უმაღლეს რადაში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმდი დელეგაციის წევრები დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი მოსიძე და სერგი კაპანაძე მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ,,თაიმერს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

კომიტეტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობა და 2015 წლის პარიზის კლიმატის ცვლილების ხელშეკრულების განხორცილების გზები განიხილა. მხარეებმა იმსჯელეს მიმდინარე და დაგეგმილ ენერგეტიკულ პროექტებზე, განახლებდი ენერგიების განვითარებასა და ენერგო მატარებელების დივერსიფიკაციის გზებზე. ევროკავშირის წარმომდგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანება, რომელიც ევროპული სტანდარტებისა და რეგულაციების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

კომიტეტმა რეზოლუციის პროექტი მიიღო, რომელიც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების თაამშრომლობის მნიშნელობას აღწერს და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთოხების გასაძლიერებლად სტრტეგიული დაახლოებისთვის სამომავო რეკომენდაციებს იძლევა. რეზოლუციის პროექტი ხაზს უსვამს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში პარტნიორების მიერ ევროკავშირთან საკანონმდბელო დახლოების პროცესის დაჩქარებას.

banner
წინა სტატიაშიპატრულმა მძღოლებს ვიდეოჯარიმების აღსრულების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგა
შემდეგი სტატიათბილისის ზოგიერთ ქუჩას გაზმომარაგება შეეზღუდება