ევროკომისიამ უკრაინა რეფორმების გამო შეაქო და ოქტომბერში უვიზო რეჟიმი უწინასწარმეტყველა

ევროკომისიამ უკრაინა რეფორმების გამო შეაქო და ოქტომბერში უვიზო რეჟიმი უწინასწარმეტყველა

3 (1)ევროკომისიამ უკრაინის მთავრობა რეფორმების გამო შეაქო და ქვეყნის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ოქტომბერში უწინასწარმეტყველა – უკრაინული მედია ავრცელებს.
ეფექტურ რეფორმებზე განცხადება ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა გააკეთა. “მე დაკმაყოფილებული ვარ რეფორმების სისწრაფით და შინაარსით” – განაცხადა იუნკერმა და იმედი გამოთქვა, რომ პროცესი გაგრძელდება. მან აღნიშნა, რომ კიევის პოზიციას თვითგამოცხადებული დონბასის რესპუბლიკაში არჩევნების ჩატარების შესახებ ეთანხმება, რომ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების გამო ამის გაკეთება შეუძლებელია. მან, ასევე, უკრაინის ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის პროცესზე ისაუბრა და თქვა, რომ სავარაუდოდ, პროცესი ოქტომბერში დასრულდება: “ოქტომბერში ეს პროცესი უნდა დასრულდეს, იმედი მაქვს, დადებითად. მილოცვა ჯერ კიდევ ადრეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა თანხმდება იმაზე, რომ უკრაინამ დავალების 140-ზე მეტი პუნქტი შეასრულა. შთამბეჭდავი შედეგია” – განაცხადა იუნკერმა და კიევს ფინანსური და პოლიტიკური დახმარება დაპირდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ გროისმანი ბრიუსელში დღეს და ხვალ ევროპელ ჩინოვნიკებთან შეხვედრებს ჩაატარებს.

banner
წინა სტატიაში(video) გიორგი მარგველაშვილი : ვინც მერაბიშვილის უფლებები დაარღვია, უნდა იქნენ დასჯილნი
შემდეგი სტატია(video) პრეზიდენტს ოცნების საარჩევნო სიაში ქალთა დიდი რაოდენობა მოსწონს