ევროკომისიამ შესაძლოა, თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინადადება მაისის დასაწყისში წარადგინოს

ევროკომისიამ შესაძლოა, თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინადადება მაისის დასაწყისში წარადგინოს, თუ ანკარა მანამდე ყველა აუცილებელ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. განცახდების თანახმად, 4 მაისს ევროკომისია თურქეთის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით მესამე ანგარიშს გამოაქვყნებს.

თუ თურქეთი დარჩენილი პირობების შესასრულებლად აუცილებელ ზომებს განახორციელებს, ანგარიშის გამოქვეყნებასთან ერთად ევროკომისიამ შესაძლოა, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივაც წარუდგინოს.

19 აპრილს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუკი ევროკავშირი თურქეთს ივნისში სავიზო რეჟიმს არ გაუუქმებს, ანკარა მიგრაციული შეთანხმების შესრულებაზე უარს იტყვის.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი მისამართით დასმული კითხვები ძალიან შორს არის ჩვენგან”- სახლის მეპატრონე, სადაც გვამი იპოვეს
შემდეგი სტატიადავით სანაკოევი: აღდგომაზე გამშვები პუნქტის გარდა სხვა ნებიემიერი გადაადგილება საზღვრის დარღვევად ჩაითვლება