ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვაში გაზსადენის მშენებლობას დაუჭირა მხარი

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა საბერძნეთის ხელისუფლებისა და კომპანია Trans Adriatic Pipeline (TAP) AG-ის მიერ ადრიატიკის ზღვაში გაზსადენის მშენებლობას. ევროკომისიამ პროექტთან დაკავშირებით ათენისა და კომპანიის შეთანხმება კანონიერად ცნო. როგორც კონკურენციის საკითხებში ევროკომისარმა მარგარეტ ვესტაგერმა განაცხადა, გაზსადენი ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს ევროკავშირის ქვეყნებს და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას გაზრდის.

პროექტის მიხედვით, ახალი გაზსადენით ბუნებრივი აირის ტრანზიტი 2020 წლიდან დაიწყება. მილსადენის საშუალებით სამხრეთევროპული ქვეყნები ყოველწლიურად 10 მილიარდ კუბურ მეტრს მიიღებენ. მილსადენი, რომლის მშენებლობაც ადრიატიკულ ზღვის გავლით იგეგმება, “გაზის სამხრეთის დერეფნის” ნაწილია. პროექტი “გაზის სამხრეთის დერეფანი” აზერბაიჯანული გაზის ევროპაში საქართველოს გავლით ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი პარლამენტში უმრავლესობით შესვლას დამოუკიდებლად გეგმავს
შემდეგი სტატია“რესპუბლიკური პარტია” კოალიციაში რჩება სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში