ევროკომისია უვიზო მიმოსვლის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტს უახლოეს პერიოდში მიმართავს

მიხეილ ჯანელიძე

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკომისია, უვიზო მიმოსვლის მინიჭებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივით, ევროპარლამენტს და ევროპულ საბჭოს უახლოეს პერიოდში მიმართავს.

ჯანელიძის თქმით, საქართველომ ყველა ვალდებულება უკვე შეასრულა და იმსახურებს შედეგი მიიღოს.

“ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ კომისიის მხრიდან ევროსაბჭოსთვის ოფიციალური წარდგინება რეგულაციის ცვლილების შესახებ მოხდებოდა უახლოეს კვირებში. შესაბამისად, ჩვენ ამას ველოდებით, რის შემდეგაც დაიწყება ცვლილების განხილვა. ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილებაც მალე უნდა განხორციელდეს, რათა საქართველომ მიიღოს ის შედეგი, რომელსაც იმსახურებს თავისი გატარებული რეფორმებით”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოს უვიზო მიმოსვლისთვის ევროკავშირის მხრიდან სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოქვეყნებას დღეს ელოდება. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გააკეთა.

“მეგობრებო, როგორც ევროკავშირთან საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ დღეს მეძლევა საშუალება, წინასწარ გაგიზიაროთ ახლახან ბრიუსელიდან, ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარებისგან მიღებული ძალიან სასიხარულო ინფორმაცია.
ხვალ, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის!”, – დაწერა კვაჭანტირაძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გუშინ საღამოს.

banner
წინა სტატიაში“გრიპის სეზონი და ექიმებისადმი მიმართვიანობა მარტის ბოლომდე კვლავ იქნება”
შემდეგი სტატიაპარლამენტი ანა დოლიძეს მოუსმენს