ევროკომისიამ დაადასტურა, რომ უკრაინამ ვიზალიბერალიზაციისთვის ყველა პირობა შეასრულა და ევროკავშირს რეკომენდაციით მიმართა 2016 წელს უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებაზე.
“უვიზო რეჟიმი – არის!” დაწერა ტვიტერის საკუტარ გვერდზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ.
შეგახსენებთ, რომ დღესვე ევროკომისიამ საქართველოსა და კოსოვოსთვისაც უვიზო რეჟიმის ასამოქმედებლად სამოქმედო გეგმის შესრულება დაადასტურა.