ევროკომისია: თურქეთთან ვიზალიბერალიზაცია საშიშია

ევროკომისია: თურქეთთან ვიზალიბერალიზაცია საშიშია

TURQETIტერორისტები უფრო მეტ შესაძლებლობას მიიღებენ ევროპის ქვეყნებში ტერორისტული აქტები განახორციელონ იმ შემთხვევაში, თუკი თურქეთს უვიზო რეჟიმს მივცემთ – ამის შესახებ ევროკომისიის მოხსენებაშია ნათქვამი – The Telegraph-ი წერს.
“როცა თურქეთის მოქალაქეები მიიღებენ უვიზო რეჟიმს, მოსალოდნელია, რომ უცხოელები შეეცდებიან გახდნენ თურქეთის მოქალაქეები, ეს კი არა მხოლოდ მიგრანტებისთვის იქნება საინტერესო, არამედ, დამნაშავეებისა და ტერორისტებისათვის” – საუბარია დოკუმენტში. გარდა ამისა, თურქული დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებიც ჩართული არიან იარაღით ვაჭრობაში, სექს-მონობაში, ნარკოტიკების გადაზიდვებში, ევროკავშირის ქვეყნებს “პირდაპირი ტერიტორიალური ექსპანსიით ემუქრებიან” – ნათქვამია დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაშიფინეთმა ნატოში გაწევრიანების პირობები დაასახელა
შემდეგი სტატია“ევროვიზიის” ორგანიზატორები კონკურსის შედეგების გადახედვის მოთხოვნით პეტიციას განიხილავენ