ევროკომისია თურქეთის ვიზალიბერალიზაციის საკითხს სექტემბერში განიხილავს

ევროკომისია სექტემბერში თურქეთის მიერ მოთხოვნილ ვიზალიბერალიზაციის საკითს გადახედავს – ამის შესახებ ევროკომისიის პრეს-მდივანმა მინა ანდრეევამ დღეს განაცხადა.

მისი თქმით, ანკარამ ყველა 72 მოთხოვნა უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებს ევროპაში უვიზო რეჟიმს. განსაკუთრებით კი, საუბარია ტერორიზმის შესახებ კანონზე.

“ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ნათლად თქვა: ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი მოთხოვნების შეცვლა. თურქეთმა ყველაფერი უნდა შეასრულოს” – განაცხადა ანდრეევამ.

მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ანკარამ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ მონაცემები უნდა მოაწესრიგოს, კორუფციასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს და ასევე, ევროპის პოლიციასან თანამშრომლობას მოაწეროს ხელი და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ბრიუსელთან ითანამშრომლოს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუდ ჩავუშოღლუს გუშინ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუკი ევროკავშირი მაქსიმუმ ოქტომბერში თურქეთს უვიზო რეჟიმს არ დაუწესებს, ისინი მიგრაციის შესახებ შეთანხმებას დაარღვევენ.

თურქმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მუქარა არ არის, თუმცა, თუკი არ იქნება ვიზალიბერალიზაცია, “თურქეთი ვალდებული გახდება გაემიჯნოს ლტოვლთა შესახებ შეთანხმებას. მისი თქმით, თურქეთის მთავრობა ევროკავშირისგან კონკრეტულ თარიღებს ელოდება. “ეს შესაძლებელია იყოს, ოქტომბრის დასაწყისი ან შუა რიცხვები” – თქვა მინისტრმა.

დღეს გერმანიამ თურქეთს მოსთხოვა ლტოლვილების თემით ევროკავშირის დაშანტაჟება შეწყვიტოს – შესაბამისი განცხადება გერმანიის ვიცე-კანცლერმა ზიგმან გაბრიელმა გააკეთა.
“უნდა მოხდეს თუ არა თურქეთთან ვიზალიბერალიზაცია – მთლიანად თურქეთზეა დამოკიდებული. გერმანია და ევროკავშირი შანტაჟის სამიზნე არ უნდა გახდეს” – თქვა გაბრიელმა.

banner
წინა სტატიაშიReuters: ევროკავშირი “თურქული ნაკადის’ გამო შეშფოთებულია
შემდეგი სტატია“პოლონური საკონცენტრაციო ბანაკის” გამო ვარშავა ვატიკანზე გაბრაზდა