ევროკომისარი: უვიზო მიმოსვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე თვეში იქნება მიღებული

„ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება რამდენიმე თვეში იქნება მიღებული – ზაფხულში ან უფრო ადრე“, – ეს განცხადება ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში მნიშვნელოვან პროგრესზე საუბრობს ევროკომისარი იოჰანეს ჰანიც. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ევროპარლამენტზეა დამოკიდებული.

ჰანის განცხადებით, ევროკავშირი ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროულ დასრულებას დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად მიიჩნევს საქართველოს პრემიერი.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროკომისრებთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების გზები, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების გზით.

banner
წინა სტატიაშიმამუკა კუდავა “გირჩს” შეუერთდა
შემდეგი სტატიამამუკა ახვლედიანი მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ასაჯაროებს