ევროკომისარი ევროკავშირის ბაზარზე ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ზრდით კმაყოფილია


2017 წლის 6 ოქტომბერს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დარგში ევროკომისართან ფილ ჰოგანთან.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და ამ კონტექსტში აღინიშნა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რომელსაც უკვე თვალსაჩინო სარგებელი მოაქვს. ევროკომისარმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირში. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სფეროში პროგრამების წარმატებულ მიმდინარეობას, აღინიშნა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დიდი პოტენციალი ევროკავშირის ბაზრისთვის.

ასევე, შეხვედრაზე საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ევროკომისარ ფილ ჰოგანს გადასცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოწვევა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისარი საქართველოს ვიზიტით ეწვევა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია და გიორგი კვირიკაშვილი „ახალ ტფილისში“ თბილისობის ღონისძიებებს დაეწრნენ
შემდეგი სტატიასაპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სტრასბურგში გაემგზავრება