ევროკავშირთან ასოცირების საგზაო რუკის პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო „ჰუალინგში“ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროში „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების” განხორციელების განახლებული საგზაო რუკის პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ კარლო ნატალემ მიმართეს.

განახლებული საგზაო რუკა სტუმრებს საერთაშორისო ექსპერტმა სამართლის საკითხებში რალფ იულიხმა წარუდგენა.

საგზაო რუკა წარმოადგენს ევროკავშირთან გარემოს დაცვის კუთხით ჰარმონიზაციის პროცესის მთავარ სახელმძღვანელო დოკუმენტს თანმიმდევრულად განსაზღვრული ქმედებებითა და კონკრეტული ვალდებულებების შესასრულებლად გაწერილი ვადებით.

იქედან გამომდინარე, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების თავში ასახული დირექტივების ნაწილი დაკავშირებულია სხვა მომიჯნავე დარგებთან, შეხვედრა მიზნად ისახავს საგზაო რუკაში შეტანილი ცვლილებების გაცნობას სხვა უწყებებისთვის, რადგან ზემოაღნიშნული დირექტივების შესრულება მიზანშეწონილია შესაბამის სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე, სხვადასხვა უწყებების მაღალი რანგის და

banner
წინა სტატიაშისაპარტნიორო ფონდის დელეგაცია ესტონეთში ვიზიტით იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე : ივანიშვილი იგივე ლექსიკას იყენებს, რასაც სააკაშვილი მიმართავდა