ევროკავშირში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი დღეიდან ამოქმედდა

პირადი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენების, შენახვისა და გაცემის შესახებ კანონი ევროკავშირმა ორი წლის წინ მიიღო და დღეს, 25 მაისიდან ამოქმედდა. მართალია, ის ევროპულია და მხოლოდ 28 ქვეყანაში მოქმედებს, მაგრამ შეეხება ყველა ორგანიზაციას ან კომპანიას, რომელიც 500 მილიონი ევროპელის პირად მონაცემს აგროვებს და აანალიზებს.
მაღაზიები, სოციალური ქსელები, ბანკები, მობილური ოპერატორები, ავიაკომპანიები, საქმელმოქმედო ორგანიზაციები – ყველა, ვისაც წვდომა აქვს თქვენს მონაცემებთან (მაგალითად, ყიდვის და გადაადგილების ისტორია), პარასკევიდან ვალდებულია General Data Protection Regulation (GDPR)-ის დირექტივებს დაექვემდებაროს.

ძირითადი სიახლეები:
– კანონის დარღვევის ჯარიმა – 20 მილიონამდე, ან წლიური მოგების 4% – გააჩნია იმას, თუ რომელი იქნება ამათგან უფრო მეტი.
– ვალდებულება, არა მხოლოდ თანხმობის მიღებაზე მონაცემთა გამოყენების შესახებ, არამედ, მომხმარებელს, ასევე საშუალება უნდა ჰქონდეს, გადაიფიქროს უკვე მიღებული გადაწყვეტილება.
– უფლება, იცოდეს თუ რამდენ ხანს ინახება თქვენი პირადი ინფორმაცია.
– ორგანიზაციიდან (მაგალითად, ბანკიდან ან ავიაკომპანიიდან) იმ ინფორმაციის მოთხოვნა, რაც მათ გააჩინათ თქვენზე, უფლება მოითხოვოთ და უფასოდ მიიღოთ თქვენი პირადი ინფორმაცია, რომელიც ინახება მასთან, ვინც ის შეაგროვა.
– უფლება, მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა – წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ სასამართლოს მიმართოთ.
– პირადი მონაცემების მოპარვის შესახებ კლიენტების ინფორმირებულობა 72 საათის განმავლობაში.
– კონფიდენციალურობის პოლიტიკის იურიდიული ენიდან გასაგებ ენაზე გადათარგმნა: ახალი კანონი ვალდებულს ხდის კომპანიებს ყველა წესი გასაგები ფორმით იყოს მიწოდებული.
– კლიენტის კონკრეტული მონაცემების მარკეტინგულ ფირმაში გასაგზავნად აუცილებელია მათი თანხმობის მიღება – მხოლოდ უბრალო ბმული საკმარისი არ არის.

ახლა თქვენი სახელი, გვარი, ასაკი, შემოსავალი, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, ყიდვის და სამსახურის ძებნის ისტორია ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ჩინოვნიკებისთვის და სპეცსამსახურებისთვის. ეს მონაცემები აქვთ ტრანს ინტერნეტ-პლატფორმებს, სოციალურ ქსელებს, მულტინაციონალურ და წვრილ ბიზნესს.
ადამიანები სოციალურ ქსელებზე უფასო წვდომისთვის, მაღაზიებში ფასდაკლებების მისაღებად და სხვა თვითონ აზიარებენ საკუთარ მონაცემებს. ეს მონაცემები ახალი ღირებული ნივთია ახალ რეალობაში. მას ყიდიან და მის მონეტიზაციას ახდენენ ძალიან წარმატებულად. ისეთი გიგანტების მოგება, როგორიც ფეისბუქი, გუგლი, ამაზონია, ათობით მილიარდი დოლარია წელიწადში.

დღევამდლამდე ამ ბაზარზე ველური კაპიტალიზმის წესები მოქმედებდა და მას 20 წლის წინ მიღებული კანონები არეგულირებდა ადამიანის პირადი მონაცემების დაცვის შესახებ, რაც, პრაქტიკულად არ ეწინააღმდეგებოდა ახალი პროდუქტის მოქმედებას. რამდენიმე თვის წინ მომხდარი Cambridge Analitica-ის შემთხვევა, ამის კარგი მაგალითია.
ევროპა იმედს იტოვებს, რომ მომხმარებლების ნდობას დაიბრუნებს და ასევე, კომპანიებისაც, რომლებიც მათ ემსახურებიან. ასევე, ევროპა იმედს იტოვებს, რომ მას მსოფლიოში სხვა ბაზრები მიბაძავენ.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიენგურჰესის ავარიის საიდუმლო
შემდეგი სტატიასომხეთში აფხაზური პასპორტი აღიარეს