ევროკავშირმა უვიზოდ მოგზაურობისთვის ახალი რეგულაციები დააწესა

ევროკავშირმა შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობისთვის ახალი რეგულაციები დაამტკიცა.

საკითხის განხილვა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტში გაიმართა.

მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც უვიზოდ შეუძლიათ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობა, ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემაში სამგზავრო ნებართვის აღებაც მოუწევთ.

მოგზაურობის მსურველმა სპეციალურად შექმნილ საიტზე უნდა ჩაწეროს თავისი პერსონალური და სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები, ასევე უნდა მიუთითოს მონაცემები განათლებისა და საქმიანობის შესახებაც. ამასთან, კითხვების მიხედვით დგინდება აპლიკანტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, მაგალითად, ხომ არ არის ის რომელიმე ინფექციის გადამტანი. გარდა ამისა, საიტის მიხედვით მოწმდება აქვს თუ არა აპლიკანტს კრიმინალური წარსული და ყოფილა თუა რა საომარ ზონაში.

აპლიკანტის მონაცემების დამუშავება მას შემდეგ დაიწყება, რაც დადასტურდება მოსაკრებლის გადახდა. მოქალაქის მიერ შეყვანილ მონაცემებს ევროპოლისა და ინტერპოლის შესაბამისი უწყებები გადაამოწმებენ.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: პროკურატურა მეორე დღეა ველოდები პასუხს და რამ დაგამუნჯათ ?!
შემდეგი სტატიაცხინვალის რეჟიმმა 2 მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო