ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი შესახლოა მხოლოდ საქართველოს შესთავაზოს

ევროკავშირმა შესაძლოა მხოლოდ საქართველოს შესთავაზოს უვიზო მიმოსვლა, უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კი გადადოს.

ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, ევროპის კომისია მზად არის უვიზო მიმოსვლა შესთავაზოს საქართველოს, თუმცა უკრაინის შემთხვევაში შეთავაზება შესაძლოა გადაიდოს.

“ევროპის კომისია დეკემბერში აცხადებდა, რომ კრიტერიუმი ორივე ქვეყანამ დააკმაყოფილა საიმისოდ, რომ უვიზოდ მოგზაურობის ნებართვა მიეღოთ შენგენის ზონაში. კომისია აცხადებდა, რომ 2016 წლის დასაწყისში მიმართავდა ამ შინაარსის წინადადებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ევროპის პარლამენტს. თუმცა ანონიმურად დატოვებულმა წყარომ ევროკავშირიდან რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ბრიუსელი არ არის დარწმუნებული გააკეთა თუ არა უკრაინამ ყველაფერი კორუფციასთან საბრძოლველად და მიიჩნევს, რომ უკრაინა და საქართველო ერთ ჯგუფში აღარ უნდა იქნენ განხილულნი ამ ინიციატივაში”, – წერს “რადიო თავისუფლება”.

ცნობისთვის, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ ნებართვა ევროპის პარლამენტმა და ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცონ.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში ბუნების ძეგლზე ვიზიტორთა ცენტრი შენდება
შემდეგი სტატიაათენის ცენტრში ორმა მიგრანტმა თავის ჩამოხრჩობა სცადა