ევროკავშირმა, საქართველოს და უკრაინას, შესაძლებელია შენგენის ზონაში ფული გადაახდევონოს

ევროკავშირმა, საქართველოს და უკრაინას, შესაძლებელია შენგენის ზონაში ფული გადაახდევონოს

7ევროკავშირმა, აშშ-ს მსგავსად, შესაძლებელია, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის, რომლებიც უვიზოდ იმოგზაურებენ ელექტრონული ავტორიზაცია შემოიღოს. არაოფიციალური ინფორმაციით, მსგავსი რეჟიმი დაუწესდებათ უკრაინის და საქართველოს მოქალაქეებს.

EuroActiv-ის ინფორმაციით, ინიციატივის ავტორია საფრანგეთი და გერმანია. ახალი განყოფილების შექმნაზე ევროკომისია იმუშავებს. სამაგალითოდ აღებულია ამერიკული მოდელი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც უვიზოდ შედიან ქვეყანაში, ავალდებულებს რეგისტრაციისთის 14 დოლარი გადაიხადონ.
გამოცემის ინფორმაციით, ბრიუსელი მოსაკრებლის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. 13 ევროს დაწესების შემთხვევაში ევროკავშირში ყოველწლიურად დამატებით 500 მილიონი ევრო შევა. ასევე, საუბარია 50 ევროზე, რომელიც ალიანსის შემოსავლებს 2020 წლისათვის 2 მილიარდი ევროთი გაზრდის.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ოთხი წლის თავზე ჩვენ გვექნება ფიზიკურად, თვისობრივად, ხარისხობრივად სხვა საქართველო
შემდეგი სტატია“ქვეყანაში სავარაუდო დესტაბილიზაციაზე საუბრისას უმჯობესია, უფრო ნათელი და არგუმენტირებული განცხადებები გაკეთდეს”