ევროკავშირმა საბერძნეთის შენგენის ზონიდან გარიცხვის ვადები დაასახელა

ევროკავშირმა საბერძნეთის შენგენის ზონიდან გარიცხვის ვადები დაასახელა

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, რომ საბერძნეთმა საკუთარ საზღვრებზე წესრიგი უნდა დაამყაროს სამი თვის ვადაში, ან მას შენგენის ზონიდან ორი წლით გარიცხავენ – ამის შესახებ “როიტერი” წერს.
სააგენტოს ევროკავშირში არსებული წყაროს თქმით, გადაწყვეტილება ათენის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც იქნა მიღებული, ამასთანავე, საბერძნეთს მიეცა დაახლოებით 50 რეკომენდაცია საემიგრაციო რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებით. თუკი ათენი გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, ევროკავშირი საბერძნეთის საზღვართან სასაზღვრო პუნქტს შექმნის.
ჩინოვნიკების განცხადებით, გაადწყვეტილება მიღებულია არა იმიტომ, რომ საბერძნეთი იზოლაციაში მოაქციოს, არამედ იმისათვის, რომ საბერძნეთმა საკუთარი საზღვრები გააკონტროლოს.

banner
წინა სტატიაში„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ჰქონდეს აუცილებელი ინსტრუმენტები, რათა ნატო-ს წევრი გახდეს“
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი – მოსამართლეთა დანიშვნა ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია