ევროკავშირმა რუსულ გაზს აზერბაიჯანული ამჯობინა

ევროკომისიამ ტრანსადრიატიკის გაზსადენის მშენებლობის პროექტი მიიღო – შეთანხმება დღეს შედგა ბრიუსელში.
“ევროკომისიამ გაარკვია, რომ საბერძნეთის მთავრობასა და ტრანსადრიატიკის გაზსადენს შორის დადებული ხელშეკრულება ევროკავშირის ნორმებს აკმაყოფილებს. ეს პროექტი ევროკავშირის ენერგოსისტემის უსაფრთხოებას და ელექტრომომარაგების დივერსიფიკაციას გააუმჯობესებს ისე, რომ არ დაარღვევს შიდა ბაზრის კონკურენციას” – ნათქვამია ბრიუსელის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ პროექტში 5,6 მილიარდი ევრო ჩაიდება ხუთი წლის ვადით, აქედან 2,3 ევროს საბერძნეთი ჩადებს. გაზსადენით ევროპა აზერბაიჯანული გაზით მომარაგდება.

გეგმით, გაზსადენი ექსპლოატაციაში 2019 წელს შევა.

banner
წინა სტატიაშინათესავის მიერ დამწყვდეული 88 წლის ქალი-სასტიკი მოპყრობის ფაქტი ლაგოდეხში
შემდეგი სტატიაოშკის საკონსერვაციო გამაგრებითი პროექტის შემუშავება იგეგმება