ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები გაუგრძელა

ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები 2017 წლის 31 იანვრამდე გაუგრძელა – დღეს ევროსაბჭოს ოფიციალურ გვერდზე დაიდო.
“რადგანაც მინსკის შეთანხმება სრული მოცულობით არ შესრულებულა 2015 წლის 31 დეკემბრამდე, საბჭომ სანქციების მოქმედება 2016 წლის 31 ივლისამდე გააგრძელა. მინსკის ხელშეკრულების შეფასებისას, საბჭომ გადაწყვიტა სანქციები კიდევ 6 თვით გააგრძელოს” – ნათქვამია შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთმა რუსეთს სანქციები აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო დაუწესა.

banner
წინა სტატიაშიდღეს, 1-ელ ივლისს, ძალაში სრულად შედის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება
შემდეგი სტატიაჩეხეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის და ნატოს წევრობაზე რეფერენდუმის ჩატარებაზე მზაობა გამოთქვა