ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შეინარჩუნოს

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შეინარჩუნოს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ დონბასში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც ძალიან შორს არის სტაბილურობიდან, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გააგრძელოს.
მერკელმა განცხადება უკრაინის პრეზიდენტ პიოტრ პოროშენკოსთან შეხვედრამდე გააკეთა.
პოროშენკომ თავის მხრივ განაცხადა, რომ საქციები იმდენ ხანს უნდა არსებობდეს, სანამ რუსეთი სრულიად არ შეასრულებს მინსკის ხელშეკრულებას.

ამასთანავე, ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ უკრაინამ საკონსტიტუციო რეფორმა უნდა ჩაატაროს, რომელიც დონბასს განსაკუთრებულ სტატუსს მისცემს.
პოროშენკოს განცხადებით, ის დონბასში მშვიდობის მიღწევის სხვა გზებს ვერ ხედავს, გარდა მისნკის ხელშეკრულების შესრულებისა.
მერკელმა ასევე განაცხადა, რომ პოროშენკოსთან მოლაპარაკებებში ის 2016 წელს უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებასაც განიხილავს.

banner
წინა სტატიაშირუსი ლიზას გერმანული ისტორიის გაგრძელება – ის ფსიქიატრიულში მოათავსეს
შემდეგი სტატიასაქართველოს სახალხო დამცველის განცხადება მშენებლობაზე დასაქმებული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით