ევროკავშირმა ყირიმს ერთი წლით გაუგრძელა სანქციები

ევროკავშირმა ყირიმს ერთი წლით გაუგრძელა სანქციები

ყირიმისევროკავშირმა ყირიმს და სევასტოპოლს სანქციები ერთი წლით, 2017 წლის 23 ივნისამდე გაუგრძელა – ამის შესახებ ევროკავშირმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ზომები მიღებულია ნახევარკუნძულის რუსეთის შემადგენლობაში არ აღიარების სტრატეგიის ფარგლებში.
„ეს შემზღუდავი ზომები მხოლოდ ყირიმის და სევასტოპოლის ტერიტორიაზე მოქმედებს და ის აუცილებელია ევროკავშირის და მის ტერიტორიაზე არსებული ყველა კომპანიისთვის“ – აღნიშნულია განცხადებაში.

სანქციების ნაწილი გულისხმობს ყირიმიდან ნებისმიერი სახეობის იმპორტის, ნებისმიერი ინვესტიციის აკრძალვას ევროკავშირიდან, მათ შორის უძრავი ქონებისას, ფინანსურ ბიზნესებს, მომსახურების გაწევას, მათ შორის ტურისტულს. ევროპულ ხომალდებს ეკრძალებათ ყირიმის პორტებში შესვლა, ექსტრემალური სიტუაციის გამოკლებით.

banner
წინა სტატიაში“მედიასთან წვდომა ყველა პარტიას ქონდეს, რუსთავი 2 ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი მედიასაშუალებაა”
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე ქართველ მოწმეთა დაკითხვა დაასრულა