ევროკავშირმა ისრაელი არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ მიღებული კანონის გამო გააკრიტიკა

ევროკავშირმა ისრაელი არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ მიღებული კანონის გამო გააკრიტიკა

42ევროკავშირის ხელმძღვანელებმა გააკრიტიკეს ახალი კანონი, რომელიც ისრაელში არაკომერციული ორგანიზაციებს ეხება. კანონის მიხედვით, თუკი არაკომერციული ორგანიზაციის დაფინანსების ნახევარზე მეტს შეადგენს უცხოური ფინანსები, არაკომერციული ორგანიზაციები ვალდებული არიან ამის შესახებ ყველგან, მათ შორის საკუთარ გვერდზე, ან სხვაგან გამოქვეყნებულ სტატიებში აღნიშნონ.

“ისრაელში წარმატებულად ფუნქციონირებს დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადეობა – ეს ისრაელისათვის და ევროკავშირისათვის განუყოფელი ღირებულებებია. ახალი კანონი ამ ღირებულებებს რისკის ქვეშ აქცევს” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ევროპის შიდაპოლიტიკური საქმიანობის სამსახურმა გაავრცელა. ევროკავშირის აზრით, ახალი მოთხოვნები ძალიან მკაცრია და მათი გამოყენება არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ ფინანსური გამჭვირვალობის მიღწევის მიზნით.

როგორც დღეს “თაიმერი” წერდა, დიდი ხნის დებატების შემდეგ, ისრაელის პარლამენტმა მიიღო კანონი არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც დაფინანსებებს უცხოეთიდან იღებენ. კანონპროექტი მიიღეს იმ მიზნით, რომ უცხოურმა სახელმწიფოებმა ვერ შეძლონ ისრაელის შიდა საქმეებში ჩარევა. ოპოზიციის თქმით, კანონი მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილ ორგანიზაციებს მუშაობაში შეუშლის ხელს .

კანონპროექტი 57 ხმით 48-ის წინააღმდეგ მიიღეს.
ის არაკომენციულ ორგანიზაციებს, რომელთა ფინანსების ნახევარზე მეტი უცხოური შემოწირულობაა, ავალდებულებს, ყველა დოკუმენტსა და პუბლიკაციაში დაფინანსების წყალო აღნიშნონ.
აუცილებელია “არ დავუშვათ აბსურდული სიტუაცია, როცა უცხოური სახელმწიფოები ისრაელის შიდა საქმეებში არაკომერციული ორგანიზაციების დაფინანსების გზით ერევა, ჩვენი საზოგადოება კი ამას არც კი ეჭვობს” – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნითანიახუმ.
ოპოზიციონერმა ისააკ ჰერცოგმა კანონპროექტს “ისრაელში გაფურჩქვნისპირას მყოფი ფაშიზმის კოკორი” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში მატარებლების შეჯახებისას მემანქანე გადარჩა
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ახალი წევრები უკვე დასახელდა