ევროკავშირმა გადაწყვიტა თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში ახალი სტრუქტურის შექმნა

ბრიტანეთის რეფერენდუმზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების რეაქცია

ევროკავშირის 23 ქვეყნის წარმომადგენელმა 13 ნოემბერს ბრიუსელში ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში “მუდმივი სტრუქტურიზებული თანამშრომლობის შესახებ”. დოკუმენტი ევროკავშირის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა და ითვალისწინებს ახალი სტრუქტურის (PESCO) შექმნას. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ “PESCO” ევროკავშირის ქვეყნებს მისცემს უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებას თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში. ახალი სტრუქტურა ითვალისწინებს თავდაცვის ერთობლივი პოტენციალის განვითარებას, საინვესტიციო პროექტების განხორციელებას და ხელს შეუწყობს შეიარაღებული ძალების ოპერატულ მზადყოფნას.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: თურქეთთან ურთიერთობები მთლიანად აღდგენილია
შემდეგი სტატიასირიის სამთავრობო ავიაციამ ქალაქი ელ-ატარიბი დაბომბა