ევროკავშირმა ბელორუსს დაკავებული მოქალაქეების განთავისუფლებისკენ მოუწოდა

ევროკავშირმა ბელორუსის ხელისუფლებას მოუწოდა გაანთავისუფლოს “ყველა დაკავებული მოქალაქე” . გაერთიანების განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხშირად ისმოდა ცნობა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დაკავების შესახებ, მათ შორის “ჟურნალისტებს მოვლენების გაშუქების გამო სჯიდნენ”. ბელორუსში ევროკავშირის მისიის წარმომადგენლობის თქმით, “მსგავსი რეპრესიები თავისუფალი სიტყვისა და შეკრების შესახებ” დემოკრატიის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბელორუსის დედაქალაში გამართულ საპროტესტო აქციაზე ათობით ადამიანი დააკავეს. დაკავებები ოპოზიციის არასანქცირებული მიტინგის შემდეგ დაიწყო. აქციაზე მყოფი ჟურნალისტების ინფორმაციით, დაკავებულია, დაახლოებით 100 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები .

მინსკის ცენტში უსაფრთხოების ზომები გაზრდილია. ქუჩებში გამოყვანილია ბრონირებული ტექნიკა და ომონის შენაერთები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბელორუსის პრეზიდენტმა ქვეყანაში არეულობების მოწყობაში აშშ და გერმანია დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიზაზა ბიბილაშვილი: „ტყუილად უხარიათ ივანიშვილს და „ქოცებს“
შემდეგი სტატიასამცხე-ჯავახეთის პოლიციაში ხუთმა ადგილობრივმა მოქალაქემ იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა