ევროკავშირმა აშშ-ს საპასუხო ტარიფები დაუწესა

ბრიტანეთის რეფერენდუმზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების რეაქციაევროკავშირის ქვეყნებმა აშშ-დან შემოტანილ საქონელზე, რომლის საერთო მოცულობა 2,8 მილიარდი ევროა, საპასუხო ტარიფები დააწესეს – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 14 ივნისს გავრცელდა. გაერთიანების წარმომადგენლებმა ევროკომისიის სია მიიღეს, სადაც ჩამოთვლილია საქონლის დასახელება, მათ შორის არის მეტალი, ვისკი ბურბონი, არახისის ზეთი, მოტოცკლი Harley Davidson და ჯინსი Levi’s-ი – “დოიჩე ველე” წერს.
ევროკომისიის ინფორმაციით, შესაბამისი დირექტივა 1 ივლისიდან ამოქმედდება. სავარაუდოდ, იგივე ზომებს მიიღებს კანადაც.
ევროკავშირის რეაქცია აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების საპასუხო ზომაა, რომლის თანახმადაც ევროპიდან, კანადიდან და მექსიკიდან აშშ-ში შესული მეტალი და ალუმინი დაიბეგრება.

banner
წინა სტატიაშიდე-ფაქტო აფხაზეთში დროებით უვიზო მიმოსვლა გაიხსნა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის
შემდეგი სტატიარუსეთში საპენსიო ასაკი გაიზრდება