ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხლავენ

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა

ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები დღეს, ლუქსემბურგში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხლავენ.

ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ გუშინ, ორგანიზაციას საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის უმოკლეს დროში მინიჭებისკენ მოუწოდა, ევროკავშირის “სანდოობის” დასამტკიცებლად.

9 ივნისს, ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და რუმინეთის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოსცეს მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ მინისტრები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დაწესებაზე გადაწყვეტილებას ხვალ, ლუქსემბურგში დაგეგმილ ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების სხდომაზე, ან 20 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღებენ.

წერილი ევროკავშირის ხუთმა წევრმა ქვეყანამ მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ, ევროკავშირის ელჩების სხდომაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივა დაბლოკეს.

ევროკომისიამ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ ინიციატივა მარტის თვეში წარადგინა.

20 ივნისს, ამ საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიარუსთავი2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულია!