ევროკავშირის საბჭოს წევრებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმებას მიაღწიეს

დღეს, 5 ოქტომბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER) ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღებას და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას მიანიჭა მანდატი ევროპარლამენტთან და ევროკომისიასთან მოლაპარაკების გასამართად ევროკავშირის შესაბამის რეგულაციაში ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით.
აღნიშნულ საკითხზე, ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიროსლავ ლაიჩაკის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“ეს არის უკანასკნელი დონის ნაძირლობა”
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი : ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებზე ვიღაცებმა მოახდინონ გავლენა