ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსდა.

საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭერეს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წასასვლელად ვიზა აღარ დასჭირდებათ.

იმისთვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, მას ხელი ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანმა და ევროკავშრის თავმჯდომარე ქვეყნის მალტას პრემიერმინისტრმა ჯოზეფ მუსკატმა უნდა მოაწერონ.

ამის შემდეგ, დოკუმენტი “ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში” გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ კი უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ.

უკრაინასა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებები 2008 წლიდან დაიწყო. 2015-ში ევროკავშირმა თქვა, რომ უკრაინამ უვიზო რეჟიმისთვის დაწესებული ყველა მოთხოვნა შეასრულა.

საქართველოში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 28 მარტიდან შევიდა ძალაში.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი : ვენეციის კომისია პოლიტბიუროს მსგავს სტრუქტურას ჰგავს
შემდეგი სტატიაპუტინმა რომ გადმოკვეთოს ხვალ საზღვარი, საინტერესოა, იმას პასპორტში რაიმე უწერია? – რატიანი