ევროკავშირის ლიდერები სირიის კონფლიქტის მხარეებზე ზეწოლას გააძლიერებენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მოილაპარაკეს სირიის კონფლიქტში მონაწილე მხარეებზე ზეწოლა გააძლიერონ, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა შეძლონ და ალეპოს მოსახლეობის სრულად ევაკუაცია გახდეს შესაძლებელი.
“სირიის რეჟიმის სისასტიკის პირისპირ, კერძოდ კი რუსეთისა და ირანის პირისპირ, ჩვენ არც თუ ისე ეფექტურები ვართ, როგორც გვინდოდა ვყოფილიყავით, მაგრამ ჩვენთვის სულერთი არ არის ხალხის ტანჯვა. ჩვენ ზეწოლას გავაგრძელებთ ასევე სხვა საერთაშორისო მოთამაშეებზე, რომლებიც კონფლიქტში არიან ჩართული და ამისათვის ყველა შეასძლო დიპლომატიურ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ” – ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა ბრიუსელის სამიტზე განაცხადა.
ანგელა მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სირიის კონფლიქტის გამო სანქციების შემოღებისას “არ შეიძლება რაიმე სახის ვარიანტის გამორიცხვა”.

შეგახსენებთ, რომ ალეპოში ბოევიკებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დღეს შეწყდა.

banner
წინა სტატიაშიალეპოში მოსახლეობისა და ამბოხებულების ევაკუაცია შეჩერებულია
შემდეგი სტატიაპოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა მომავალ წელს საქართველოს ეწვევა