ევროკავშირის ელჩი საქართველოში: ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველო მოკავშირეა

“ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველო მოკავშირეა,“- ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრის დღოს ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა გააკეთა. ის ამბობს, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

„ტერორიზმთან ბრძოლა დღეს ძალიან პრიორიტეტულია და ამას ახსნა არ სჭირდება. მას შემდეგ რაც მოხდა პარიზში და ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენ ვიცით, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველო მოკავშირეა. ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ იმ ნაბიჯებს, რომელსაც ქვეყანა ამ მიმართულებით დგამს,“- აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3957 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს