ევროკავშირი თურქეთს ფინანსურ დამხარებას შეუმცირებს

გერმანიაში ისლამის მომხრეების და მოწინააღმდეგეების დემონსტრაციები იმართებაევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებმა მოილაპარაკეს თურქეთისთვის ფინანსური დახმარების შემცირების შესახებ. საქმე ეხება თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოების დაფინანსებას, რომელიც შეადგენს 4,45 მილიარდ ევროს. მიზეზად სახელდება ოფიციალური ანკარის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.
20 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ “სიტუაცია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით თურქეთში არის აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელი”. ამავე დროს, მისი თქმით, ნატოს მოკავშირე ქვეყანასთან მას არ სურს “ხიდის ჩატეხვა”.
მერკელი მომხრეა თურქეთთან დიალოგის გაგრძელებისა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებს შორის განსხვავებული მოსაზრებაა ამ ქვეყნის ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით, მოლაპარაკება რომლის თაობაზე 2005 წლიდან მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდის განმავლოვაში თურქეთში დააპატიმრეს 50 000 ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტები, სამართალდამცველები.

banner
წინა სტატიაშისკანდალი-ვოლგოგრადში გამქრალი თუჯის ღობე ბორჯომში აღმოაჩინეს?
შემდეგი სტატიასოჭში დააკავეს აფხაზეთში მცხოვრები ჩინელი ბიზნესმენი