ევროკავშირი სირიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შემოიღებს

2ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას არ განიხილავს, სირიის ალეპოსთან დაკავშირებით, თუმცა, ზომები, შესაძლებელია, ბაშარ ასადის წინააღმდეგ მიიღონ – განაცხადა ევროკავშირის შიდა პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ.
მოგერინის თქმით, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების შემოღების შესახებ წინადადება არ დასმულა, შესაბამისად, ის არ განიხილება. “თუმცა, სანქციები იქნება სირიის რეჟიმის წინააღმდეგ და მას ჩვენ, ცხადია, განვიხილავთ. სავარაუდოდ, სანქციები გაფართოვდება” – განაცხადა მოგერინიმ.

 

“ბიბისი”

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში გაძლიერებულია დაცვა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში
შემდეგი სტატია“არანაირ მოლაპარაკებებს „ნაციონალურ მოძრაობსათან“ არც როცა კოალიციაში ვიყავით და არც კოლიციის დატოვების შემდეგ, ადგილი არ ჰქონია”