ევროკავშირი საქართველოს დასახმარებლად ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს – იანოშ ჰერმანი

ვიქტორ დოლიძესთან დიპლომატიური შეხვედრა მქონდა, რომელზეც ჩვენი დღის წესრიგის რამდენიმე ძალიან აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, იანოშ ჰერმანმა სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძესთან შეხვედრის შემდეგ.

“ახალ მინისტრთან გაცნობითი შეხვედრა მქონდა, ვიქტორ დოლიძეს წარსულშიც ბევრჯერ შევხედრივარ, მაგრამ ახლა უკვე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის რანგში მნიშვნელოვანი იყო მისგან მომსემინა, რამდენად მზად ვართ თანამშრომლობისთვის ასე რომ ეს დიპლომატიური შეხვედრა იყო, რომელზეც ჩვენი დღის წესრიგის რამდენიმე ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ, ეს არის, რა თქმა უნდა, მიმდინარე პროგრამების გაგრძელება.”,- განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს დასახმარებლად ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს. ჰერმანის განცხადებით, შეხვედრაზე მომავალი წლის პრიორიტეტები განსაზღვრეს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან ვიზალიბერალიზაციაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ იმაზე მეტის თქმა არ შეუძლია, ვიდრე ფედერიკა მოგერინიმ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე ნატოს გენერალური მდივნის ახალ მოადგილეს შეხვდა
შემდეგი სტატიასოფიო კილაძე ევროკავშირის ელჩს შეხვდა