ევროკავშირი ყირიმზე საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

ევროკავშირი არ აპირებს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები აღიაროს ყირიმში – ამის შესახებ დღეს, 12 მარტს კიევში განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ. “ეს ვიზიტი სევასტოპოლისა და ყირიმის ანექსიის მეოთხე წელს შედგა. ჩვენ ამ არაკანონიერ ანექსიას არ ვაღიარებთ” – განაცხადა მოგერინიმ უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრე პოროშენკოსთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე. “ასევე, ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნებს, რომელიც ყირიმში გაიმართება და ამ მიმართულებით სანქციებს გავაფართოვებთ” – დაამატა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშისკრიპალის საქმეზე ბრიტანეთმა რუსეთს ხვალამდე მისცა დრო
შემდეგი სტატიასენაკში ავტოავარია მოხდა