ევროკავშირი გაერო-ს წევრებს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ საქნციები დააწესონ

ევროკავშირი გაერო-ს წევრებს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ საქნციები დააწესონ. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის მიერ ყიირმის მიერთების მეორე წლისთავთან დაკავშირებით ბრიუსელის განცხადებაში. დოკუმენტში ევროკავშირი კვლავ გმობს ნახევარკუნძულის არალეგალურ ანექსიას.
ევროკავშირი გაეროს წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს – ასეთი განცხადება ერთვის დოკუმენტს, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ორ წლისთავს ეხება და რომელიც დღეს, 18 მარტს გამოქვეყნდა.
“ევროკავშირი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ აღიარებს და აგრძელებს მომხდარის საერთაშორისო უფლების დარღვევად შეფასებას. ეს საერთაშორისო უსაფრთხოების პირდაპირი გამოწვევაა, რომელსაც საერთაშორისო წესრიგის კუთხით სერიოზული შედეგები ექნება, რომელიც ყველა სახელმწიფოს ერთობას და სუვერენიტეტს იცავს” – ნათქვამია განცხადებაში.

 

რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებას გმობს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2014 წლის 27 მარტს მიიღო. დოკუმენტი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ადასტურებს და ყირიმში გამართულ რეფერენდუმს არ აღიარებს. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ყველა ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციას, “თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება აღქმული იყოს როგორც ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებად”

banner
წინა სტატიაში“არც მე და არც ეკა აკობია მოლაპარაკებებში არ მივიღებთ მონაწილეობას
შემდეგი სტატიანორვეგიული არხის ეთერიდან ქალი უკვალოდ გაქრა (ვიდეო)