ევროკავშირი ერდორანთან მიმართებაში მკვეთრი პოზიციის ჩამოყალიბებას აპირებს

თურქეთში მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლებთან მიმართებაში მასობრივი რეპრესიების ფონზე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდება, რომ ანკარას საკუთარი მკვეთრი პოზიციები გააცნოს.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა განაცხადა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია პასიურად ადევნოს თვალი თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენას და ოპოზიციის მასობრივად ციხეებში ჩასმას. “ჩვენგან არავის უნდა თურქეთზე ხელის ჩაქნევა, მაგრამ არც თურქეთმა არ უნდა ჩაიქნიოს ხელი ჩვენზე” – თქვა მინისტრმა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი თურქეთ-ევროკავშირის მოლაპარაკებების გაგრძელების წინააღმდეგია. “თურქეთის ადგილი ევროპაში არ არის” – ხაზგასმით თქვა მან. კურცი აკრიტიკებს იმას, რომ ევროკავშირ-თურქეთს შორის მიგრანტების საკითხზე დადებული ხელშეკრულების გამო გაერთიანება ისე იქცევა, “თითქოს თურქეთში არაფერი ხდებდეს”. მისი თქმით, თურქეთი, რომელიც სიკვდილით დასჯის აღდგენას აპირებს და ოპოზიციას ციხეებში სვამს, განვითარების ნეგატიური მიმართულებისკენ მიდის.

banner
წინა სტატიაშიზაზა ხუციშვილი: დოლარით მეტი ლარი მოსდით, ეს დადებითი ეფექტიც არის
შემდეგი სტატიაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა