“ევროკავშირი ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას უჭერს მხარს, სხვადასხვა მეთოდების და ინსტრუმენტების გამოყენებით”

საქართაველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, რაზეც ევროკავშირი კონცენტრირდება, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადგილობრივი მთავრობის განვითარებაა.
როგორც იანოშ ჰერმანმა კონფერენციაზე “ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მისთვის დიდი პატივია აღნიშნულ კონფერენციაზე გამოსვლა, რადგან აქვს საშუალება ისაუბროს იმ საკითხზე, რაც ევროკავშირის და საქართველოს თანამშრომლობის პროცესში ცენტრალური საკითხია.
“ნება მომეცით, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ადგილობრივი მთავრობა და ადგილობრივი მმართველობა ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, რაზეც ევროკავშირი კონცენტრირდება, ამიტომ ეს გახლავთ საუკეთესო გზა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. გასაკვირი არ არის, რომ ეს საკითხი არის ცენტრალური თემა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ახორციელებენ ევროკავშირის ინსტიტუტები და ჩემი აზრით, ლოგიკურია, რომ საქართველოში უკვე დროის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ევროკავშირი ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას უჭერს მხარს, სხვადასხვა მეთოდების და ინსტრუმენტების გამოყენებით”, – განაცხადა ჰერმანმა.
მისივე თქმით, ამის განხორციელების ერთ-ერთი გზა არის პირდაპირი მხარდაჭერა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მოქალაქეებისა და ინსტიტუტებისთვის.
“უკანასკნელ პერიოდში წამოვიწყეთ პროგრამები. მაგალითად, ოზურგეთსა და რუსთავში გვინდა, რომ ეს სამუშაო გავაგრძელოთ და პროგრამა წარმატებად ვაქციოთ. შეიძლება შეირჩეს დამატებითი პროგრამები, რათა მოხდეს პირდაპირი თანამშრომლობა ადგილობრივ მთავრობასთან. მეორე შესაძლებლობა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობებისა, ეს იქნება სტრუქტურული რეფორმების წინ წამოწევა და ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერება. რასაც ნამდვილად ვახორციელებთ”, – აღნიშნა ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაშინატანებში მოსახლეობა გაზის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა
შემდეგი სტატიამსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა