ევროჯგუფის თავმჯდომარემ, იერუნ დეისელბლუმმა განაცხადა, რომ ესპანეთმა და პორტუგალიამ არასაკმარისი ზომები მიიღეს ბიჯეტის დეფიციტის შესამცირებლად, რამაც შესაძლებელია დაჯარიმება გამოიწვიოს, მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2%-ის ფარგლებში.
“ევროჯგუფმა ერთხმად დაუჭირა მხარი ევროკომისიის დასკვნას, ესპანეთისა და პორტუგალიის მიერ არასაკმარისი საბიუჯეტო ზომების მიღების შესახებ” – განაცხადა დეისელბლუმმა.