უნგრეთის ევროპარლამენტარმა დერდ შოპფლინმა, წინადადება წამოაყენა, რომ ქვეყანამ თავი ლტოლვილებისგან სასაზღვრო ღობეებზე მიმაგრებული ღორის თავებით დაიცვას – ამის შესახებ თავად დაწერა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
მას ერთმა მომხმარებელმა მისწერა: “ლტოლვილები ომისგან და წამებისგან გარბიან, უნგრეთო. თქვენი ბოსტნეულისგან დამზადებული საფრთხობელები მათ ვერ შეაშინებთ”. შოპფლინმა ამაზე პირდაპირ უპსასუხა: “სავარაუდოდ, არა. ადამიანთა გამოსახულება ჰარამია. მაგრამ თანახმა ვარ, მათი ეფექტური დაფრთხობისათვის ღორის თავები გამოვიყენოთ”.
16 აგვისტოს მედია წერდა , რომ უნგრელმა მესაზღვრეებმა ლტოლვილების დასაფრთხობად შაქრის ლერწმისგან დამზადებული საფრთხობელები გამოიყენონ.
2 ოქტომბერს უნგრეთში რეფერენდუმი გაიმართება. ქვეყნის მცხოვრებლებს კითხავენ არიან თუ არა ისინი თანახმა, ევროკავშირმა ლტოლვილებზე უნგრეთს კვოტები დაუწესოს.