ევგენი კარლოვის მკვლელის სავარაუდო მეგობარი გოგონა რუსეთში დაკითხეს

მოსკოვში მევლუტ ალტინტაშის მეგობარი გოგონა დაკითხეს–ამის შესახებ Haber7.com-ი იტყობინება.

გამოცემის ცნობით, მკვლელი რუს გოგონას ხვდებოდა, რომელიც ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს.
დაკითხვაზე   ალტინტაშის მეგობარმა გოგონამ დაადასტურა, რომ გარკვეული დროის მანძილზე ხვდებოდა მევლუტ ალტინტაშის, რომელიც ელჩზე თავდასხმისთანავე ძალოვანებმა ადგილზე მოკლეს.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს. დიპლომატს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, ესროლეს. ანდრეი კარლოვი მძიმედ დაიჭრა, მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელი ადგილზე ლიკვიდირებულ იქნა.

მანამდე თავდამსხმელმა ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა შეძახილით – “არ დაივიწყოთ ალეპო, არ დაივიწყოთ სირია”.

ინციდენტის დროს ხელოვნების ცენტრში ასამდე ადამიანი იმყოფებოდა. დიპლომატის გარდა, სროლის დროს დაშავდა კიდევ 3 პირი.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა აშშ-ს რუსული სანქციების შემოღების ნაცვლად, წინ სიარულისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიარუსეთში “ისლამური სახელმწიფოს” 7 წევრი დააკავეს, რომლებიც ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ