,,ევა გოცირიძემ არა მარტო საქართველოში. სტრასბურგშიც შესანიშნავი შეფასება მიიღო”-ვოლსკი

პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძე უნდა დაამკიცოს. სტრასბურგის მიერ დაწუნებული იურისტის გამწესებას ეწინააღმდეგებიან ოპოზიციური ფრაქციები. ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ევა გოცირიძე კომპეტენტური და კვალიფიციური კადრია.
„საკონსტიტუციო სასამარლოს დაქვემდებარებაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ან ახალი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაპარაკობს, ეს საერთოდ ყველა საზღვარს სცილდება ლოგიკის. რაც შეეხება ევა გოცირიძეს, ეს არის ადამიანი, რომელიც მაღალი დონის ექსპერტია, სასამართლო სისტემას იცნობს შესანიშნავად და უამრავი სამართლებრივი მიმართულების სპეციალისტი მას კარგად იცნობს მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. სტრასბურგშიც შესანიშნავი შეფასება მიიღო, თუმცა სამწუხაროდ იქ სია იმ ახალი კრიტერიუმების საფუძველზე ვერ დამტკიცდა,“-აცხადებს გია ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშისაცობები თბილისში: “დიდ პრობლემას ქმნიან სატვირთო მანქანები და ყვითელი მიკროავტობუსები”
შემდეგი სტატიაგახარია: სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულები და დაკავებული არალეგალური გზით შემოვიდნენ