ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოში ფიცს დღეს დადებს

დღეს ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოში ფიცს დადებს. ევა გოცირიძე მოსამართლის თანამდებობაზე ლალი ფაფიაშვილს ჩაანაცვლებს, რომელსაც მოსამართლეობის ვადა 28 დეკემბერს ამოეწურა. გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოში 10 წლით გამწესდება. ფიცის დადების ცერემონიალზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე არიან მიწვეული.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად პარლამენტმა ევა გოცირიძეგასული წლის 1 დეკემბერს აირჩია. ის მმართველი გუნდის კანდიდატი იყო და თანამდებობაზე გასამწესებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. ევა გოცირიძის კანდიდატურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე საკანონმდებლო ორგანომ 90 ხმით დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაშიზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატია“გამოცდა პარლამენტისთვის” : აირჩევენ საღ აზრს თუ, ლევან ვასაძის კონსპირაციულ თეორიებს – ჯაფარიძე საპატრიარქოს მოთხოვნაზე