ევა ბარბაქაძის მდგომარეობაზე იაშვილის კლინიკის დირექტორი საუბრობს

შორენა ბეგაშვილის შვილის, 15 წლის ევა ბარბაქაძეს ოპერაციას სავარაუდოდ ხვალ გაუკეთებენ. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, გაუარესების გარეშე – ამის შესახებ ,,იმედის“ ეთერში იაშვილის კლინიკის დირექტორმა ვანო ჩხაიძემ განაცხადა.

“სიმძიმე განპირობებულია სიმაღლიდან ვარდნით მიღებული მრავლობითი დაზიანებებით. ის იმყოფება ნეიროქირურგიის, ტრავმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. დღეს ჩატარებული დამატებითი კვლევებით, დაზიანებების ხარისხი და ზუსტი ადგილი იდენტიფიცირებულია, ხვალისათვის იგეგმება ოპერაციული ჩარევა უპირველესად ნეიროქირურგის და შემდეგ ტრავმატოლოგის ჩარევის შედეგად. იმედი გვაქვს, რომ ხვალინდელი ოპერაცია წარმატებით ჩაივლის. ძირითადი პრობლემები ხერხემალთან, ბარძაყისა და მხრის ძვლის დაზიანებაა და ყველაზე მნიშვნელოვანი ხერხემლის დაზიანებაა და ხვალ სწორედ ხერხემლის დაზიანების კორექციით დავიწყებთ”, – განაცხადა ვანო ჩხეიძემ. მისივე თქმით, პაციენტის თურქეთში გადაყვანა არ იგეგმება. ვანო ჩხეიძე ამბობს, რომ იაშვილის კლინიკაში მსგავსი ტრამვების შემთხვევაში წარმატებული ოპერაციები კეთდება. თუმცა ჩხეიძე დასძენს, რომ სრული შედეგისთვის მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის პროცესი. ,,პაციენტის ერთდღიანი სტაბილურობა მცირედ იმედს იძლევა”, – განმარტავს კლინიკის დირექტორი. შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშილის შვილი, ევა ბრბაქაძე მეხუთე სართულიდან გუშინ გადმოვარდა, ის ამ დრომდე იაშვილის სახელობის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” ყრილობის გამართვის თარიღი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიაასწლოვანი ტიტა ხე ბარჟიდან წყალში ხელოვნურად გაყვანილ გზაზე გადაიტანეს